სანზონაში 4 წლის ბავშვის საქმეზე დაკავებული დედის, ლელა ქსოვრელის ადვოკატის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. ბესიკ ტალახაძის განმარტებით, ბავშვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა და არა, რომელიმე ადამიანის დანაშაულის შედეგად. როგორც ის განმარტავს, საქმეში ქსოვრელის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და 4 წლის გოგონა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა და არა, დედის მიერ მიყენებული დაზიანებებით. რაც შეეხება, 5 წლის ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას, ადვოკატის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.