საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში შეცდომებია. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი. აღნიშნულის შესახებ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას თანხა ბორდის წევრობისთვის არ მიუღია.