ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს ომარ მახარაძეს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება შეუწყდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე აცხადებს, ომარ მახარაძესთან დაკავშირებით თითოულმა წევრმა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ერთხმად დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს. ანზორ ბერიძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ომარ მახარაძე იყო მიწვეული, თუმცა ლექტორი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. შეგხსენებთ, რომ უკვე ყოფილ ლექტორს ომარ მახარაძეს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.