ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორი ომარ მახარაძე ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
"ქართული ოცნების" წევრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადპირველად, "სისხლის სამართლოს კოდექსის" 150-ე მუხლით ედავებოდა, რაც იძულებას გულისხმობს. უწყება ამ დროისათვის გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 139-ე მუხლით აწარმოებს, რაც სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.