შარლ ლეკლერმა ზედიზედ მეორე რბოლა მონცას სწრაფ ტრეკზე, „მერსედესის“ პილოტებთან უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა. 2010 წლის შემდეგ ეს მარანელოელთა პირველი გამარჯვებაა საშინაო ტრეკზე. ისევე როგორც ბელგიაში, ლეკლერმა ამჯერადაც პოული გამარჯვებაში გარდასახა.მეორე და მესამე ადგილები ვალტერი ბოტასმა და ლუის ჰამილტონმა დაიკავეს, რის შემდეგაც, ფინელმა მრბოლმა, ჩემპიონატში ჩამორჩენა სამი ქულით, 62 ქულამდე შეამცირა. ჰამილტონმა ლეკლერის გასწრების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც, რბოლის მიწურულს ლიდერს ბოტასმაც შეუტია, თუმცა ამაოდ.