აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ განაცხადა. ამასთან, ლეილა მუსტაფაევა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მუხთარლის საქმის გამოძიებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ორი დღის წინ ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სარჩელი შეიტანა პროკურატურაში ლეილა მუსტაფაევასა და მისი შვილის თვალთვალთან დაკავშირებით, თუმცა პროკურატურას რეაგირება არც ამაზე მოუხდენია