მსახიობ ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან დაიწყება. მსახიობს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, კინოხელოვანს საკუთარი ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.რაც შეეხება თბილისის მერიისადმი ლეილა აბაშიძის ოჯახისა და კოლეგების მიმართავს, რომ მსახიობი დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ, ოქიტაშვილის განმარტებით, მერიამ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მსახიობი ღირსეულად დაიკრძალოს.