ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე საპროტესტო აქციების დეტალებიც, რომელიც ოპოზიციას აქვს დაგეგმილი. საუბარი ძირითადად 4 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე იქნება.
შეგახსენებთ ოპოზციური პარტიები ოთხ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, საპროტესტო აქციას აანონსებენ. მათ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკვე მიმართეს.