The Guardian-ი წერს, რომ კომპანია Lego-ს კონსტრუქტორი სათამაშოების ქურდობას და მოპარული სათამაშოებით ვაჭრობას გლობალური სახე აქვს. საფრანგეთის პოლიციას Lego-ს სათამაშოების ქურდებისთვის საერთაშორისო ბანდის გამოვლენის მიზნით სპეციალური გამოძიებაც აქვს დაწყებული. პოლიციამ სათამაშოების მაღაზიები და მშობლებიც კი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ არსებობს Lego-ს მოპარული კონსტრუქტორი სათამაშოებით ვაჭრობის გლობალური ქსელი.
გასული წლის ივნისში პარიზის მახლობლად, ქალაქ იველინში ლეგოს სათამაშოების ქურდობის ფაქტზე საფრანგეთის პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამივე პოლონეთის მოქალაქე იყო, რომლებმაც გამოძიებასთან აღიარეს, რომ Lego-ს კონსტრუქციების ქურდობაზე სპეციალიზირებული გლობალური კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ.
შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში Lego-ს სათამაშოების ქურდობის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა. ეს დანაშაულებები გლობალურ ბიზნესზე მიუთითებს. 2005 წელს სან-დიეგოს პოლიციამ ქალების ჯგუფი დააკავა, რომელსაც 200 ათასი ევროს ღირებულების Lego-ს სათამაშოები აღმოაჩნდა