კომპანია Fusion Motor Company ლეგენდარული Eleanor-ის წარმოებას იწყებს. ამ ავტომობილს ანჯელინა ჯოლი და ნიკოლას ქეიჯი ცნობილ ფილმში „გატაცება 60 წამში“ სხვა მდიდრულ ავტომობილებთან ერთად მართავენ.განახლებული ავტომობილი აღიჭურვება თანამედროვე განათებით, აუდიო-Bluetooth სისტემით და კონდიცირების ტექნოლოგიით. განახლდება ასევე მისი ძალისმიერი აგრეგატიც, რომელიც ახალი V8 ძრავით აღიჭურვება.