ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საშობაო დღესასწაულის მფარველმა წმინდა ნიკოლოზმა ერთხელ ძალიან ღარიბი ოჯახის - დედისა და სამი ქალიშვილის შესახებ შეიტყო, რომელთაც ლუკმა პური ენატრებოდათ. წმინდანმა გადაწყვიტა, ოჯახს დახმარებოდა. ღამით, როდესაც ყველას ეძინა, ბუხარში საიდუმლოდ ჩაყარა ოქროს მონეტებით სავსე სამი ქისა, რომლებიც ბუხართან გასაშრობად დაკიდებულ წინდებში ჩაცვივდა. ასე დაიბადა საშობაოდ ბუხრის წინდებით გაფორმებისა და წინდებში კი საჩუქრების ჩალაგების ტრადიციები.