ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გასვლაზე „მემფისი“ 110:105 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 24 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი შესძინა. ლებრონს კარიერის განმავლობაში 8535 პასი დაუგროვდა, რაც ნბა-ს ისტორიაში მეათე შედეგია. "მეფემ" ანდრე მილერს გადაასწრო, რომელსაც 8524 პასი აქვს. ნბა-ს საუკეთესო მეპასე ჯონ სტოკტონია, რომელსაც 15 806 შედეგიანი გადაცემა აქვს. აღსანიშნავია, რომ მეფე ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, როგორც ყველა დროის მექულეთა, ასევე მეპასეთა 10ეულშია.