მთელ რიგ სექტორებში მუშა-ხელის ნაკლებობა საფრანგეთის ეკონომიკის აღდგენის გეგმებს ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ეკონომიკის წელიწადნახევრიანი კრიზისის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, საფრანგეთში მთელ რიგ სექტორებში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა, გამოცხადებული ვაკანსიები შეუვსებელი რჩება.
Le Figaro-ს მონაცემებით, იმ ფონზე როცა საფრანგეთში 6 მილიონი უმუშევარია, შეუვსებელი რჩება 1 მილიონი ვაკანსია. კვლევის თანახმად, საწარმოების 71% აცხადებს, რომ მათ მინიმუმ 1 ვაკანტური ადგილი მაინც აქვთ. ამასთან, მათგან 53% თვლის, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა მუშა-ხელის მოძიება. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ქვეყანაში მკაფიოდ შეიმჩნევა მაღალკვალიფიციური სპეცილისტების დეფიციტი.
Le Figaro-ს ცნობით, პრობლემა მეტად ჩანს მომსახურების სფეროში. იქ სპეციალისტების მომზადების ტემპები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა სახლის მოვლის, ავადმყოფებისა და შეზღუდული შესაძლბლობის მქონე პირების მოვლის მიმართულებით.