04:12
30 ნოემბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი წიგნი
"ლაზიერის გამბიტი" - ამერიკელი მწერლის უოლტერ ტევისის 358 გვერდიანი რომანი, ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ სერიალს 62 მილიონი ნახვა ჰქონდა
30-09-2021

"ლაზიერის გამბიტი" , ამერიკელი მწერლის უოლტერ ტევისის 358 გვერდიანი რომანია. წიგნის ორიგინალი 1983 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში , გამომცემლობა Random House-მა, ინგლისურ ენაზე გამოსცა.

წიგნის მთავარი გმირი რვა წლის ბეთ ჰარმონი მშვიდი და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული გოგონაა, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვთა სახლში მოათავსებენ.  გოგონა იზრდება, დამამშვიდებლებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული, ცდილობს რეალური სამყაროს გაექცეს, მხოლოდ ჭადრაკის თამაშის დროს შეუძლია დაიბრუნოს კონტროლი თავის თავზე.

თექვსმეტი წლის ასაკში ბეთი აშშ-ის ღია ჭადრაკის ჩემპიონატის მონაწილე ხდება.

მისი ცხოვრების ახალ ეტაპზე წიგნის მთავარ გმირს მოუწევს მრავალ სირთულესთან გამკლავება და რაც მთავარია ბრძოლა საჭადრაკო სამყაროს უმაღლესი, გროსმაისტერის ტიტულისათვის.

როგორც წიგნის ავტორმა, ამერიკელმა მწერალმა უოლტერ ტევისმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბეტ ჰარმონის ცხოვრების ამბავი „გონიერი, ნიჭიერი ქალებისთვის გაღებული ხარკია“.

წიგნის მიხედვით 2019 წლის მარტში კინოკომპანია ნეტფლიქსის დაკვეთით 7 ეპიზოდისგან შემდგარი მინი სერიალი გადაიღეს. სერიალი პრემიერიდან 28 დღეში რეკორდულმა რაოდენობამ, 62 მილიონმა ადამიანმა ნახა.

წიგნი ქართულ ენაზე 2021 წელს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა თარგმნა და უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისათვის. წიგნის შეძენა გამომცემლობის ვებ გვერდზე შეგიძლიათ - Palitral.ge

AutoPlay
6 ყველასგან უარყოფილი ადამიანი გრიშავერსის მაგიურ სამყაროში გამდიდრებისთვის ისწრაფვის, სადაც ყველაზე რთულია სიკვდილს გადაურჩე - ლი ბარდუგოს წიგნი "ყვავების ექვსეული"
25-11-2021
"გონდოლინის დაცემა" - წიგნი მოგვითხრობს ელფების დიდი აღზევებისა და დაცემის ამბავს, რომელიც "ბეჭდების მბრძანებლის" მოვლენებამდე ათასწლეულებით ადრე მოხდა
18-11-2021
თეთრი ნიღბის ქვეშ მიმალული ვნებები, შეკავებული ცრემლი, გულებს შორის გაბმული იდუმალი ძაფები და ერთმანეთისკენ სავალი გზები - "გეიშას მემუარები" იაპონელი გოგონას დრამატული ცხოვრების ისტორია
11-11-2021
„ორი ნაბიჯი შენამდე" - თინეიჯერული რომანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს
04-11-2021
"მშობელსა და შვილს შორის" - ფსიქოლოგიური წიგნი, რომელიც 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში
28-10-2021
რომანი "ამერიკანა" - ახალგაზრდა ნიგერიელი ქალის ცხოვრება, რომელიც აშშ-ში სასწავლებლად მიემგზავრება, რათა თავი დააღწიოს ნიგერიის სამხედრო დიქტატურას
21-10-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები