რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ს მოუწოდებს შეწყვიტოს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადაყენების მცდელობა. ლავროვის თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს ვენესუელას თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენესუელელ კოლეგასთან ხორხე არეასასთან მოსკოვში გამართული შეხვედრისას ისაუბრა. მინისტრებმა ვენესუელაში შექმნილი ვითარების შესახებ ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.
"პირველი რაც ჩვენ გავიგეთ, ეს არის ამერიკის საფრთხე ვენესუელაში. საფრთხე არის მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის საკითხთან დაკაშირებით ყველა ვარიანტს განიხილავენ. ჩვენ გვაქვს სამწუხარო დასკვნა იმასთან დაკაშირებით, რომ ვერაფერი ვისწავლეთ ამერიკის მიერ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, სირიასა და უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს რუსეთის გარდა მხარს უჭერს ჩინეთი და კუბაც.