ე.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმში იუსტიციის სახლის მიმართულებით აქცია - მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, აქცია გამაფრთხილებელია და თუ შედეგს არ გამოიღებს ისინი უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
"ლავასოღლის" ახლობლები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის სამინტროს, რათა დროულად დაუკავშირდეს თურქულ მხარეს და ექსტრადირების ან გათავისუფლების პროცესი დაიწყოს. მათივე თქმით, მინდია გორაძის საქმე თურქეთისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების პრეროგატივაა და დროული რეგირება უნდა მოახდინონ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები მანამდე თურქეთის საკონსულოსთან იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია გორაძე თურქეთის საპატიმროში გაუსაძლის პირობებში იმყოფება და ჯანმრთელობა დაუმძიმდა.