„ჩაინა ლილო სითიში", სადაც ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული მაღაზია და გასაყიდი პროდუქცია დაიწვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. დამწვარ ობიექტზე შევიდნენ დაზარალებულებიც. ისინი ადგილზე ეცნობოდნენ ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიექტზე შექმნილ ვითარებას. ადგილზე შესვლის უფლება არ მიეცა "ჩაინა ლილო სითის" მფლობელს ლაურა ღაჭავას. მისი განცხადებით, აპირებს, რომ "ჩაინა ლილო სითიში" ხანძრის გაჩენის მიზეზების გასარკვევად მის მიერვე დაქირავებული, უცხოელი ექსპერტები ჩართოს. მისივე თქმით, რა პასუხიც არ უნდა მიიღოს ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტებისგან, ვითარების შესასწავლად უცხოელ ექსპერტებს, დამოუკიდებლად, ყველა შემთხვევაში ჩართავს. ღაჭავას თქმით, ექსპერტები „ჩაინა ლილო სითიში" გაჩენილი ხანძრის შესასწავლად 2-3 დღის განმავლობაში ჩამოვლენ.