ლატვიის ახალი პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი აპირებს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობა ააწყოს კეთილმეზობლობის და საერთაშორისო ნორმების დაცვის პრინციპებზე. მისი სიტყვებით რუსეთი ამ ნორმებს არღვევს უკრაინასა და საქართველოში. რუსეთის აგრესიაზე კითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ აღმოსავლეთით მდებარე მეზობლებთან ურთიერთობაში არ აპირებს გადაუხვიოს საერთო ევროპულ ხაზს. ასე, მისი აზრით, ლატვიის პოზიცია უფრო ძლიერი იქნება. ლევიტსი მზად არის მოსკოვშიც ჩავიდეს, თუ წინასწარ იქნება სიგნალები, რომ ამას რაიმე შედეგი მოჰყვება.
"თუ დიპლომატიური მუშაობა იქნება საჭირო, ცხადია წავალ, მხოლოდ გასეირნება და საუბარი ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს", - თქვა მან "ბი-ბი-სისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ახალი პრეზიდენტი ლატვიის პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.