ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტიგენტს გაზრდის - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისას მიაწოდა, რომელიც რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და საჭიროა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს გამყოფი ზოლის მიღმა მონიტორინგის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ლატვია დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 7 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიას საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის.