"ლაციომ" იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "სან სიროზე" 1:0 დაამარცხა "მილანი" და ფინალში გავიდა.ამ გუნდების პირველი შეხვედრა რომში 0:0 დასრულდა, მილანში კი "ლაციომ" 58-ე წუთზე ხოაკინ კორეას გატანილი გოლით იმარჯვა.მეორე ფინალისტი დღეს, 25 აპრილს ბერგამოში გაირკვევა, სადაც "ატალანტა" "ფიორენტინას" უმასპინძლებს. ფლორენციაში ჩატარებული პირველი შეხვედრა 3:3 დასრულდა.