15:26
20 მაისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
"ლაციო" იტალიის თასის გამარჯვებულია
16-05-2019

იტალიის თასის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებული რომის „ლაციო“ გახდა. სიმონე ინძაგის გუნდი ფინალში, „სტადიო ოლიმპიკოზე“  ბერგამოს „ატალანტას“  დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.თამაში დაძაბული გამოვიდა, 79-ე წუთზე კი, სიმონე ინძაგიმ თამაშში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ჩართო და სერბი მატჩის გმირი გახდა. სამ წუთში მილინკოვიჩ-სავიჩმა კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ყველას აჯობა და მეტოქის კარი აიღო. ხოაკინ კორეას 90-ე წუთზე გატანილი მეორე გოლი  კი უბრალოდ წერტილი დასმას და ყველაფრის გაფორმებას ნიშნავდა. „ლაციომ“ იტალიის თასი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. უნდა აღინიშნოს რომ "ლაციომ" მიღწეული გაამრჯვებით ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები