რომის "ლაციო" ევროპა ლიგის მატჩს გლაზგოს "სელტიკის" წინააღმდეგ ნაწილობრივ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს, რისი მიზეზიც ფრანგული "რენის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დროს რომაული კლუბის გულშემატკივართა რასისტული ქმედებები გახდა. აღნიშნული შეხვედრა 3 ოქტომბერს გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 2:1. თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ საჩივარი უეფაში შევიდა და უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "ლაციოს" ფანების ქცევა რასისტულად მიიჩნია.