ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3.5 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერისტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, რეგიონის 33 ქვეყანაში ინფიცირების 3 524 908 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 150 973 ადამიანი დაღუპულია.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებს შორის კორონავირუსით როგორც დაინფიცირების, ასევე გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაშია დაფიქსირებული. მას პერუ, ჩილე და მექსიკა მოჰყვებიან.