ლაშა ტუღუში - საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის კეთებით ხელი არ უნდა შევუშალოთ კომერციულ არხებს - Palitra News

ლაშა ტუღუში - საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის კეთებით ხელი არ უნდა შევუშალოთ კომერციულ არხებს

2017-11-22 00:02:49+04:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის კეთებით ხელი არ უნდა შევუშალოთ კომერციულ არხებს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”, მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.ტუღუშის თქმით, არასწორია მიდგომა, რომელიც მაუწყებლის ბიუჯეტის დამატებით ორ მილიონ ლარს შეეხება. ”მიდგომა, რა მოხდა ახლა, ორი მილიონი დაგვემატება, სწორი არ არის, რადგან თანაფარდობა ისედაც არ არის ჯანსაღი, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს საკმარისი თანხა აქვს. იმის თქმა, რომ მინდა რაღაც გავაკეთო და არ მაქვს საკმარისი თანხა, არ არის საკმარისი.