ლაშა თორდია კლინიკდან გაწერეს. მანამდე მასთან ისევ იყო მისული პროკურორი, თუმცა აუდიტის სამსახურის უფროსი არ დაკითხულა, როგორც პროკურორმა განმართა ის ადგილზე მდგომარეობის გასარკვევად იმყოფებოდა. გენერალური აუდიოტრის დაკითხვა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება. ლაშა თორდია არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო უწყებამ მის წინააღმდეგ გარკვეული ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელოს. თორდიას განმარტებით საუბარია 2016 წელს მომხდარ ინციდენტზე, თუმცა კონკრეტულად რომელ სემტხვევაზეა საუბარი მას არ დაუკონკრეტებია.