ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ბათუმში, ორივე სახეობაში - აკვრასა და ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა. მანვე ორივე მიმართულებით მსოფლიოს თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ტალახაძემ აკვრაში 218 კგ დასძლია, ხოლო ატაცში 260 კილოგრამი. მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორივე სახეობაში დაძლეული წონის ჯამითაც. აკვრასა და ატაცში, ასევე ორჭიდში ვერცხლის მედალოსანი გახდა ირაკლი თურმანიძე.