09:44
12 ნოემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ლაშა შინდაგორიძე ისევ გაიტანა
20-08-2019

ბელარუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლაშა შინდაგორიძის სოლიგორსკის "შახტიორმა" სტუმრად 5:0 გაანადგურა "სლუცკი".

შინდაგორიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 70-ე წუთზე მისი პასით იური კოვალიოვმა ანგარიში 4:0 გახადა, 77-ეზე კი თავადაც გაიტანა გოლი.

ლაშამ წინა ტურშიც, თავის სადებიუტო მატჩშიც დალაშქრა მეტოქის კარი და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ თუ ლეგიონერებს მიიყვანენ, სწორედ ჩვენებურის დარი უნდა იყოს.

"შახტიორი" 37 ქულით მესამე ადგილზეა და 25 აგვისტოს "გომელს" უმასპინძლებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები