სავარაუდოდ მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილს "ქართულ ოცნებაში" "ხოდი" მიეცა და პატიმარ კაცს ძირავს. ამის შესახებ სავარაუდოდ სუბელიანი გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერში საუბრობს, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და დავით ცუხიშვილს ესაუბრება. პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერი, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს არის გაკეთებული.