ფინანსთა მინისტრი, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემების სანქციების გვერდის ავლით გასვლას ეხება. ლაშა ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს, როგორც სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული ქვეყნის თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობს. ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კითხვის დასმის არსებობას უფლება არ გააჩნია, რადგან საქართველოში განხორციელებული ყველა ოპერაცია ლეგალური იყო.