ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლაში საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიზანია, საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. შეთანხმების თანახმად, საქართველო საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისთვის 55 მილიონ 400 ათასს ევროს მიიღებს.