საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უარყოფს, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრად იყო მიწვეული.
როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, თავად ის ხიდაშელს არ იცნობდა მანამ, ვიდრე ის კომისიას დავით გარეჯის საკითხზე დოკუმენტებს გადასცემდა.
ლაშა დარსალიას განცხადებით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანულ მხარეს მასალები გადაეცა, მათთან ოფიციალურ დონეზე შეხვედრა აღარ ჰქონიათ, შესაბამისად, როგორც დარსალია ამბობს, მათი პოზიცია კომისიების შეხვედრაზე გახდება ცნობილი.