საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ახალი რუკის თანახმად, საქართველო სომხეთთან მიმართებაში 700 ჰექტარს კარგავს. როგორც მან საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო რაიმეს დაკარგვას არ აპირებს.
ამასთან, კითხვაზე, გაართულა თუ არა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 2019 წელს სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ, მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ვერ დაძაბავს.