11:07
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია!
28-07-2021

90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მიულოცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ “Facebook”-ში დაწერა.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს მტავრობისგან მილიონი ლარით დასაჩუქრდება.

AutoPlay
მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე ახალი ხიდი დამონტაჟდა
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
ინდოეთში სასამართლო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად 3 პირი დაიღუპა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა - დაისეტყვა რამდენიმე სოფელი
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ დავით დაუთაშვილს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები