ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, რადგან უამინდობის გამო გზის გაწმენდა ვერ ხდება, თუმცა ეს უზარმაზარი მარაგი მალე ქვეყანაში შემოვა - ლევან დავითაშვილი - Palitra News

ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, რადგან უამინდობის გამო გზის გაწმენდა ვერ ხდება, თუმცა ეს უზარმაზარი მარაგი მალე ქვეყანაში შემოვა - ლევან დავითაშვილი

2020-03-18 16:37:08+04:00

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.

როგორც მინისტრი განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან პანიკური მოთხოვნისა და უკონტროლო შესყიდვების გამო გარკვეული პერიოდი ბურღულეულზე შეფერხება იყო.

ლევან დავითაშვილი საზოგადოებას სიწყნარისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქვეყანას პროდუქტების მარაგი აქვს.