"თიბისი კაპიტალის" საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის ანალიზის თანახმად, უძრავი ქონების ფასები დოლარში შემცირდა, ხოლო ლარში გაიზარდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, სხვადასხვა ვალუტაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ცვლილებაზე ზეგავლენა გაცვლითი კურსის დინამიკას უკავშირდება.
ამავე კვლევის თანახმად, ახალაშენებულ ბინებზე ფასები გაიზარდა, ხოლო ძველზე - შემცირდა. 2019 წლის 1-ელ კვარტალში, თბილისში საშუალო გასაყიდი ფასი (ASP) დოლარში 0.9%-ით, ხოლო ლარში - 4.5%-ით არის გაზრდილი.
ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 736 დოლარი იყო, ხოლო ლარში მისი ფასი ათას 982-ს შეადგენდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ერთ კვადრატულ მეტრზე მისი ფასი დოლარში 656 იყო, ხოლო ლარში ათას 765-ს შეადგენდა.
"თიბისი კაპიტალის" კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასებში განსხვავება ამ შემთხვევაშიც გაცვლითი კურსის მერყეობით არის გამოწვეული.