ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი 28%-მდე გაიზარდა - Palitra News

ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი 28%-მდე გაიზარდა

2018-01-26 12:27:21+04:00

ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 22,7%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2016 წელს 18,2% იყო.

ამავე მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 23,6%-დან 28%-მდე გაიზარდა, იურიდიულ პირებზე კი პირიქით, 11,5%-დან 11,4%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. სებ-ის სტატისტიკით, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 7,9%; 2016 წელს კი 8,7% იყო.