13:04
17 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
30-11-2020

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 15,1%-დან 14,9%-მდე შემცირდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ძირითადად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, ოქტომბერში, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,5%-ს, სექტემბერში კი ეს მაჩვენებელი 18,4% იყო.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მცირედით, 11,2%-დან 11,3%-მდე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, თუ სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი 6,7%-ს შეადგენდა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6,8%-მდე გაიზარდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
eeu
01-12-2020
ამას ქვია დაკლება? დაქვცინით?
ნათია
30-11-2020
იმედია ამ პროცემტებს მაინც შეგვიმცირებთ
სხვა სიახლეები