01:26
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
29-11-2021

2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,9%-დან 15,6%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო.

2020 წლის ოქტომბერის მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 11,3%-ს, ხოლო წელს უკვე 12,5%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 17,5%-დან 17,8%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება, თუმცა მინიმალური. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,8%-ს, წელს ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 6,1%-მდე შემცირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები