ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის 2018 წლის მარტის მონაცემებით სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 13,1%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2017 წელს - 12,7% იყო. ამავე მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 15,6%-დან 17,1%-მდე გაიზარდა.
შედარებით მაღალია ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, 2018 წლის მარტში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 21,3%-ს, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18,5%-ს შეადგენდა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, 2018 წლის მარტის მონაცემებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8,7%; 2017 წელს კი - 8,5% იყო.