გალარების ერთჯერადი პროგრამა 2017 წლის 17 იანვრიდან იწყება. გალარების ერთჯერად პროგრამას საპარლამენტო უმცირესობაში აკრიტიკებენ. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს არ არის ის გეგმა, რომლიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისისგან გამოიყვანს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ.