ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი, რომ ლარი გამყარდეს და ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ლარიზაციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორთან არის ეკონომიკური კრიზისი, საქართველო კვლავ განაგრძობს მყარ პოზიტიურ განვითარებას.