23:34
26 ოქტომბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ლარისა და უცხოურ ვალუტის დეპოზიტებს საპროცენტო განაკვეთებს შორის რეკორდული სხვაობაა
01-09-2021

თი ბი სი კაპიტალმა გასული კვირის მიმოხილვა გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტში წერია, ლარში მაღალი რეფინანსირების განაკვეთისა და დოლარსა და ევროში დაბალი საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთების ფონზე, საქართველოში ვადიან დეპოზიტებზე ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის განსხვავებამ ისტორიულ მაქსიმუმს - 9.3 პროცენტულ პუნქტს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ რეფინანსირების მაღალი განაკვეთის ფონზე ლარის დეპოზიტების საპროენტო განაკვეთმა 10.2% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 0.9%-ია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ამით ე.წ ძვირი ფულის პოლიტიკას ატარებს. იმდენად რამდენადაც ფულის ფასი იზრდება, ეს იწვევს საპროცენტო განაკვეთის ზრდას და დეპოზიტების ლარში შენახვის სტიმულს, რადგან ამონაგები მოცემული ვალუტიდან უფრო მაღალია.

თუმცა, საქართველოს რეალობაში ეს კლასიკური მოდელი როგორც ჩანს მაინცდამაინც სრულყოფილად არ მუშაობას, რადგან დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ მაღალია და ის ივლისში 60.1%-ს შეადგენდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები