მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი მიიჩნევს, რომ დღეს ლარის გაცვლითი კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია. მისივე თქმით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს არჩეული სწორია.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით ლარის გაცვლითი კურსის რყევები ინფლაციის ზრდას არ გამოიწვევს და უფრო მეტიც, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ფასების ზრდა არ დაუშვას.