ლარის კვლავ გაუფასურდა - ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ოთხშაბათიდან ერთი ევროს შეძენა 2.8222 ლარად იქნება შესაძლებელი.