ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად იცვლება. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს კურსი 2,58 დან 2,59 მდე მერყეობს. ამასთან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი დღეისთვის 2 ლარსა და 53 თეთრს შეადგენს. განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი 17 საათისთვის გაავრცელებს.