ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 83 თეთრი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2 ლარი და 79 თეთრი იყო.
ცნობისთვის, გაუფასურების წინა პიკი 2019 წლის 31 მაისს დაფიქსირდა, მაშინ ლარის კურსი 2 ლარი და 80 თეთრი გახდა.