ლარი რეკორდულ ვარდნას განაგრძობს. ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ უკვე 2.73 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად იცვლება. ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი დოლარის შეძენა 2.71 ლარად არის შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.7090 ლარად შეუძლია, „ლიბერთი ბანკში“დოლარი 2.71 ლარი ღირს. „ვითიბი ბანკში“ კი 2.7350 ლარი.ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარია. კურსი სწრაფად იცვლება სავალუტო ჯიხურებშიც.