ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრი გახდა. აქამდე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.68 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 2.86 ლარია მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.80 ლარს შეადგენდა. სავალუტო ჯიხურებში დოლარის ღირებულება გაცილებით მაღალია 1 დოლარის ფასი 2,77-დან 2,80-მდე მერყეობს. კომერციულ ბანკებში კი მისი ფასი 2.86 აღწევს.