ლარის ვარდნის ფაქტორები. ნაციონალური მოძრაობა არსებულ ვითარებას მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის არათანმიმდევრულ ნაბიჯებს უკავშირებენ. პატრიოტთა ალიანსში კი მიაჩნიათ რომ ხელისუფლების პროგრამა, რომელიც ლარიზაციას უკავშირდება, ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში ვერ გამოასწორებს. ირმა ინაშვილის შეფასებით, დღეს საქართველოში ისეთი ეკონომიკური კრიზისია, როგორიც იყო 90-იან წლებში. საპარლამენტო უმრავლესობა კი ლარის ვარდნას გარე ფაქტორებს უკავშირებს. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა სწორედ ამ პროცესების შეჩერებისკენ არის მიმართული.