ლენდ როვერის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართელოში, ჯი თი მოტორსმა ბაზარზე სრულიად ახალი მეხუთე თაობის დისქავერი შემოიყვანა. ავტომობილი, რომლის ფასიც 54 ათას 890 ევროდან იწყება, განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და მაღალი ტექნოლოგიით ხასიათდება. ლენდ როვერ დისქავერი უკვე აღიარეს მსოფლიოში საუკეთესო საოჯახო ავტომანქანად. სრულიად ახალი დისქავერი ციფრული პერიოდის ავტომობილია. გონივრული ტექნოლოგიის წყალობით, იგი უზრუნველყოფს ოჯახის უსაფრთხოებას ყველა რელიეფსა და ნებისმიერი ამინდის პირობებში.